ფეხბურთი

19:06 | 7.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" - "ბენფიკას" მატჩის დროს გულშემატკივარი გარდაიცვალა

მიუნხენის „ბაიერნისა“ და „ბენფიკას“ მატჩის დროს სტადიონზე გულშემატკივარი ცუდად გახდა, რომელიც მალევე გარდაიცვალა.

ინფორმაცია გერმანული გრანდის ვებგვერდმა დაადასტურა. „ბაიერნის“ ქომაგი სტადიონიდან ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ გზაში ის გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ „ბაიერნის“ Sudcurve-მ უარი თქვა თამაშის დროს სიმღერასა და ტრიბუნებზე ბანერების გამოფენაზე, რაც შეიტყვეს, რომ ერთ-ერთი გულშემატკივარი ცუდად იყო.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ბენფიკა“ ჯამალ მუსიალას გოლით 1:0 დაამარცხა.

თეგებიბაიერნი
0.125089