7 ნოემბერს, ნიონში, უეფას ქალთა ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც მალტის, კვიპროსის და ანდორის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.
C ლიგა 6 ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი-ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები თებერვალში, აპრილში და ივნისში გაიმართება, პლეი-ოფის შეხვედრები კი, ოქტომბერში შედგება.