ფეხბურთი

15:43 | 7.11.2024 | ნანახია 0 - ჯერ

„რეალი“ მცველების შეძენას გეგმავს

მადრიდის „რეალი" ცენტრალური და მარჯვენა მცველის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება თავის YouTube არხზე გამოქვეყნებულ პოდკასტში.

წყაროს ცნობით, „ლოს ბლანკოსი" სატრანსფერო ბაზარზე იანვარშიც და ზაფხულშიც აქტიური იქნება. აღსანიშნავია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარისას პრიორიტეტული მიზანი ცენტრალური მცველია, რომლის სახელიც არ სახელდება. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კი მთავარი სამიზნე ლივერპულის მარჯვენა მცველი, ინგლისელი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალი“ ანჩელოტის გათავისუფლებას განიხილავს, თუ ის გუნდის შედეგებს არ გააუმჯობესებს. იტალიელი სპეციალისტის შეცვლის მთავარ კანდიდატად „ბაიერის“ მწვრთნელი ჩაბი ალონსო ითვლება.

„რეალი" ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა, ოთხი ტურის შემდეგ ექვსი ქულით. ამასთან, ესპანეთის ჩემპიონატში სამეფო კლუბი მეორე ადგილზეა, 11 მატჩის შემდეგ 24 ქულით და ცხრა ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბარსელონას.“


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:11 | 17.08.2015
ambako (2432)

საქართველოს თასი
ჩიხურა მერცხალი 1-0; საბურთალო ვიტ ჯორჯია 0-2
0?'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=12335':'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=12335'))
"უკმაყოფილო ვარ შედეგით, თამაშით კი ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ ფრეს ვიმსახურებდით, არ მინდა საერთოდ მსაჯობაზე საუბარი, მაგრამ ხინთიბიძის მოცელვისათვის, რომელიც მეკარესთან პირისპირ რჩებოდა-პენალტს ვიმსახურებდით"-გვითხრა ნამატჩევს "მერცხალის" პრეზიდენტმა, მამუკა გოგუაძემ

14:27 | 17.08.2015
skeleton (244)

საღოლ კობახ,მეორე რასაკაიფო შეუგდია

0.060741