ფეხბურთი

14:46 | 7.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიკელ არტეტა ჩემპიონთა ლიგის „ინტერთან“ მატჩში „არსენალის“ მარცხს გამოეხმაურა

„არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „ინტერთან" ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტურის მატჩში თავისი გუნდის დამარცხებაზე ისაუბრა. შეხვედრა იტალიური გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

„მარცხის მიუხედავად, ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და იმ თამაშით, რაც მათ აჩვენეს. დღეს ორიოდე გოლი მაინც უნდა გაგვეტანა, მაგრამ არ გამოვიდა. ყველა გარემოების გათვალისწინებით, მომდევნო შეხვედრაში ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ჩელსი“, - ციტირებს არტეტას სიტყვებს BBC.

ოთხი ტურის შემდეგ „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის შემაჯამებელ ცხრილში მე-12 ადგილზეა შვიდი ქულით. „ინტერს“ 10 ქულა აქვს და ამდენივე მატჩით მეხუთე ადგილზეა.

მომდევნო მატჩს „არსენალი“ პრემიერლიგაში 10 ნოემბერს „ჩელსის“ წინააღმდეგ გამართავს.

0.074035