„ინტერის“ შვეიცარიელი მეკარე იან ზომერი საუკეთესო მეკარეა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთი კლუბის შემადგენლობაში „მშრალი“ მატჩების პროცენტული მაჩვენებლით. ამის შესახებ სტატისტიკური პორტალი Squawka იტყობინება.
წყაროს ცნობით, 35 წლის შვეიცარიელმა „ინტერის“ თამაშების 73% (11-დან 8)-ში შეინახა კარი „მშრალად.“ ამდენად, ზომერი საუკეთესოა ყველა მეკარეთა შორის, რომლებსაც ერთ კლუბში ტურნირის მთელ ისტორიაში კლუბში მინიმუმ 10 „მშრალი“ მატჩი ჩაუტარებიათ.
გარდა ამისა, შვეიცარიელს 39 მოგერიება აქვს და მხოლოდ ოთხი გაშვებული გოლი „ინტერის“ მაისურით მთავარ ევროტურნირზე. მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მას ჯერ გოლი არ გაუშვია.
ამ სეზონში ზომერმა კლუბის შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 13 გოლი გაუშვა და ცხრაჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.