ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ტური დასრულდა, რის შემდგომაც სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო ბევრი რამ გამოიკვეთა, მაგრამ სიტუაცია უფრო საინტერესო გახდა.
მიუნხენის „ბაიერნმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ როგორც იქნა მოახერხა გამარჯვება და საკუთარ მოედანზე „ბენფიკა“ 1:0 დაამარცხა. ვენსან კომპანის გუნდი ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ერთი გოლი იკმარა, რომელიც ჯამალ მუსიალამ გაიტანა. „რეკორდმაისტერს“ 6 ქულა აქვს, ისევე, როგორც „ბენფიკას“.
ძალიან რთულ ვითარებაშია „პარი სენ-ჟერმენი“, რომელსაც კალენდარიც რთული აქვს და სატურნირო მდგომარეობაც. ლუის ენრიკეს გუნდმა მადრიდის „ატლეტიკოს“ სწრაფად გაუტანა და დაწინაურდა, მაგრამ ჯერ მალევე გაუშვა ნაუელ მოლინასგან და წონასწორობა აღადგინა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე ანხელ კორეამ ესპანელებს მოაგებინა. „ატლეტიკოსთვის“ ეს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბოლო მატჩი წაგებული ჰქონდა, შესაბამისად, 6 ქულა აქვს. პსჟ-ს აქტივში კი, ჯერ მხოლოდ 4 ქულაა და ბოლო სამი ტურია არ მოუგია.
მილანის „ინტერმა“ დიდი ნაბიჯი გადადგა საუკეთესო 8-ში მოსახვედრად. იტალიის ჩემპიონმა გადახალისებული შემადგენლობით აჯობა შინ ლონდონის „არსენალს“ და ერთადერთი გოლი პენალტით ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაიტანა. სხვათა შორის, „ინტერს“ ჯერ გოლი არ გაუშვია ტურნირზე, სადაც 10 ქულა აქვს და ძალიან კარგ მდგომარეობაშია.
ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი გუნდია, რომელსაც გოლი არ გაუშვია - „ატალანტა“. ჯან პიერო გასპერინის გუნდი საოცარ ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა და სტუმრად „შტუტგარტს“ აუღელებლად, 2:0 აჯობა ადემოლა ლუკმანის და ნიკოლო ძანიოლოს გოლებით. „ატალანტას“ 8 ქულა აქვს, ხოლო „შტუტგარტს“ – 4.
ჩემპიონთა ლიგის მთავარი აღმოჩენა მაინც „ბრესტია“, რომელსაც ლიგა 1-ში რთული მდგომარეობა აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე კი, 10 ქულით მეოთხე ადგილზეა! ტურნირის დებიუტანტია პრაღაში „სპარტას“ 2:1 აჯობა, დამსახურებულად, უპირატესობას ფლობდა. „ბრესტს“ თუ 10 ქულა აქვს, „სპარტას“ აქტივში 4 ქულაა.
მოიგო „ბარსელონამ“, რომელმაც ბელგრადში, „ცრვენა ზვეზდა“ მოლოდინისამებრ გაანადგურა - 5:2. დუბლით გამოირჩა რობერტ ლევანდოვსკი, მცველი ჟულ კუნდე კი სამი საგოლე პასით. „ბარსას“ 9 ქულა აქვს და ლიდერებშია. „ცრვენა ზვეზდა“ უქულოდაა.
ამ ტურამდე უქულოდ იყო ავსტრიული „ზალცბურგიც“, მაგრამ როტერდამში, „ფეიენოორდს“ მოუგო (3:1) და პირველი გამარჯვება მოიპოვა. შესაბამისად, ავსტრიელთა აქტივში 3 ქულაა, ხოლო „ფეიენოორდს“ 6 ქულა აქვს.
„ცრვენა ზვეზდა“ – „ბარსელონა“ 2:5 (1:2)
გოლები: 0:1 ინიგო მარტინესი (13), 1:1 სილასი (27), 1:2 ლევანდოვსკი (43), 1:3 ლევანდოვსკი (53), 1:4 რაფინია (55), 1:5 ფერმინ ლოპესი (76), 2:5 მილსონი (84)
„ბაიერნი“ – „ბენფიკა“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 მუსიალა (67)
„ინტერი“ – „არსენალი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ჩალჰანოღლუ (45, პენ)
„ფეიენოორდი“ – „ზალცბურგი“ 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 კონატე (45), 0:2 კონატე (58), 1:2 ჰაჯი მუსა (81), 1:3 გუინდო (86)
პსჟ - „ატლეტიკო“ 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 ზაირ-ემერი (14), 1:1 მოლინა (18), 1:2 კორეა (90)
„სპარტა“ – „ბრესტი“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ფერნანდესი (37), 0:2 კაირინენი (80, ა.გ), 1:2 ოლატუნჯი (90)
„შტუტგარტი“ – „ატალანტა“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ლუკმანი (51), 0:2 ძანიოლო (88)
ჩემპიონთა ლიგა, სატურნირი ცხრილი (IV ტური)
1. | ლივერპული | 4 | 4 | 0 | 0 | 10 | 1 | 9 | 12 |
2. | სპორტინგი | 4 | 3 | 1 | 0 | 9 | 2 | 7 | 10 |
3. | მონაკო | 4 | 3 | 1 | 0 | 10 | 4 | 6 | 10 |
4. | ბრესტი | 4 | 3 | 1 | 0 | 9 | 3 | 6 | 10 |
5. | ინტერი | 4 | 3 | 1 | 0 | 6 | 0 | 6 | 10 |
6. | ბარსელონა | 4 | 3 | 0 | 1 | 15 | 5 | 10 | 9 |
7. | დორტმუნდი | 4 | 3 | 0 | 1 | 13 | 6 | 7 | 9 |
8. | ასტონ ვილა | 4 | 3 | 0 | 1 | 6 | 1 | 5 | 9 |
9. | ატალანტა | 4 | 2 | 2 | 0 | 5 | 0 | 5 | 8 |
10. | მანჩესტერ სიტი | 4 | 2 | 1 | 1 | 10 | 4 | 6 | 7 |
11. | იუვენტუსი | 4 | 2 | 1 | 1 | 7 | 5 | 2 | 7 |
12. | არსენალი | 4 | 2 | 1 | 1 | 3 | 1 | 2 | 7 |
13. | ლევერკუზენი | 4 | 2 | 1 | 1 | 6 | 5 | 1 | 7 |
14. | ლილი | 4 | 2 | 1 | 1 | 5 | 4 | 1 | 7 |
15. | სელტიკი | 4 | 2 | 1 | 1 | 9 | 9 | 0 | 7 |
16. | დინამო ზაგრები | 4 | 2 | 1 | 1 | 10 | 12 | -2 | 7 |
17. | ბაიერნი | 4 | 2 | 0 | 2 | 11 | 7 | 4 | 6 |
18. | რეალი | 4 | 2 | 0 | 2 | 9 | 7 | 2 | 6 |
19. | ბენფიკა | 4 | 2 | 0 | 2 | 7 | 5 | 2 | 6 |
20. | მილანი | 4 | 2 | 0 | 2 | 7 | 6 | 1 | 6 |
21. | ფეიენოორდი | 4 | 2 | 0 | 2 | 7 | 10 | -3 | 6 |
22. | ბრიუგე | 4 | 2 | 0 | 2 | 3 | 6 | -3 | 6 |
23. | ატლეტიკო | 4 | 2 | 0 | 2 | 5 | 9 | -4 | 6 |
24. | პსვ ეინდჰოვენი | 4 | 1 | 2 | 1 | 7 | 5 | 2 | 5 |
25. | პსჟ | 4 | 1 | 1 | 2 | 3 | 5 | -2 | 4 |
26. | სპარტა | 4 | 1 | 1 | 2 | 5 | 8 | -3 | 4 |
27. | შტუტგარტი | 4 | 1 | 1 | 2 | 3 | 6 | -3 | 4 |
28. | შახტარი | 4 | 1 | 1 | 2 | 2 | 5 | -3 | 4 |
29. | ჟირონა | 4 | 1 | 0 | 3 | 4 | 8 | -4 | 3 |
30. | ზალცბურგი | 4 | 1 | 0 | 3 | 3 | 10 | -7 | 3 |
31. | ბოლონია | 4 | 0 | 1 | 3 | 0 | 5 | -5 | 1 |
32. | ლაიფციგი | 4 | 0 | 0 | 4 | 4 | 9 | -5 | 0 |
33. | შტურმი | 4 | 0 | 0 | 4 | 1 | 6 | -5 | 0 |
34. | იანგ ბოიზი | 4 | 0 | 0 | 4 | 1 | 11 | -10 | 0 |
35. | ცრვენა ზვეზდა | 4 | 0 | 0 | 4 | 4 | 16 | -12 | 0 |
36. | სლოვანი | 4 | 0 | 0 | 4 | 2 | 15 | -13 | 0 |