ფეხბურთი

1:27 | 7.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

Tuttofrosinone კვერნაძეზე: "მის გარდაქმნას ყველა ამჩნევს"

გიორგი კვერნაძემ ბოლო მატჩებში „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მოახერხა, რაც გარკვეულწილად მწვრთნელის ცვლილებასაც უკავშირდება.

მას შემდეგ, რაც იტალიური გუნდი ლეანდრო გრეკომ ჩაიბარა, გიორგის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა. Tuttofrosinone სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა და კვერნაძის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა:

„სამი თამაში - „პიზა“, „სუდტიროლი“ და „კატანძარო“ და გიორგი კვერნაძე თითქოს ხელახლა დაიბადა. მთელი გუნდის მსგავსად გრეკოს ხელმა ახალი სიცოცხლე მისცა კვერნაძეს, ქართველ ტალანტს, რომელსაც იტალიაში ჩამოსვლის დროს კვარაცხელიასაც კი ადარებდნენ. როგორც „ნაპოლის“ ჩემპიონისგან, მისგანაც ელოდნენ დრიბლინგებს, შეტევაში რიცხობრივი უპირატესობის შექმნას და ფლანგზე აჩქარებებს, რაც მას იტალიაში არასდროს გაუკეთებია, ყოველ შემთხვევაში „ფროზინონეში“ გრეკოს მოსვლამდე.

ფეხბურთელი, რომელიც სხვანაირი გახდა, თუნდაც ტაქტიკური ცვლილების გამო, რის შედეგადაც ის მეორე თავდამსხმელად თამაშობს. უფრო მეტს მოძრაობას პირველ თავდამსხმელთან, ხვდება ხაზებს შორის, სისწრაფით და ტექნიკით უტევს მეტოქის კარს და დიდ საფრთხეს ქმნის. ამის დასტურია საგოლე პასი „სუდტიროლთან“, როდესაც მარკიცამ გოლი გაიტანა. ახლა სათადარიგო სკამზე კვერნაძის დასმა გრეკოს უჭირს, ბოლო მატჩშიც მან 87-ე წუთამდე ითამაშა.

გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ ის ზედმეტი იყო, მაგრამ ახლა ამის ნაცვლად შეიძლება იყოს „ფროზინონეს“ გარდაქმნის ნამდვილი სიურპრიზი. „კატანძაროს“ წინააღმდეგ სამჯერ მოახერხა კარში დარტყმა. მან ასევე ორი საკვანძო პასი გააკეთა, რომლითაც შეიძლება მატჩში ანგარიში გახსნა. მან ეს მატჩი ფიზიკური და მენტალური სიმსუბუქით ითამაშა და ამას ყველა ამჩნევს.

გარდამტეხი მომენტი „პიზასთან“ მატჩში იყო, როცა მან მეორე ტაიმი ითამაშა. ხარისხიანად, იმის გათვალისწინებით, რომ „ფროზინონე“ მოედანზე 10 ფეხბურთელით იყო. პასების 78% ზუსტი ჰქონდა, საკვანძო გადაცემები და რამდენიმე წარმატებული დრიბლინგიც, რამაც ტოსნაკური გუნდის დაცვის შეშინება გამოიწვია. მოკლედ, ბიჭი, რომელიც თითქოს, სხვა გუნდში უნდა გვეხილა, შეიძლება „ფროზინონეში“ ის „ახალწვეული“ იყოს, რომელიც გუნდს სჭირდება“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძეს მიმდინარე სეზონში „ფროზინონეს“ მაისურით 10 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 საგოლე პასით გამოირჩა.

0.111354