ფეხბურთი

23:25 | 6.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის საგოლე პასი ბოსნიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბოსნიის ჩემპიონატში მეოთხე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ ლიდერ „ჟრინსკის“ ესტუმრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ქართველმა ფორვარდმა ამჯერად ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე პასით გამოირჩა. გიორგიმ კარგად დაუგდო ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან ალექსანდარ ჯორჯევიჩს, რომელმაც შორი მანძილიდან ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

გიორგი გულიაშვილი 10 გოლით საუკეთესო ბომბარდირია ბოსნიის ჩემპიონატში, პლუს 3 საგოლე პასიც აქვს. „სარაევო“ 28 ქულით მეორე ადგილზეა და „ჟრინსკის“ 4 ქულით ჩამორჩება.

0.108619