სხვა

21:13 | 6.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან ბოლო წამებზე დამარცხდა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში მარცხი განიცადა.

ტიტე კალანდაძის გუნდმა სტუმრად საბერძნეთთან დაძაბულ ბრძოლაში, 26:27 წააგო.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები უკეთესი იყო, რომელიც 13:12 მოიგო, თუმცა, თამაშიდან გამომდინარე სხვაობა უფრო დიდიც უნდა ყოფილიყო. მეორე ნახევარში უპირატესობას უკვე ბერძნები დაეუფლნენ და მოიგეს. აღსანიშნავია, თამაშის დასრულებამდე 40 წამით ადრე გიორგი ცხოვრებაძემ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ საპასუხო შეტევა საბერძნეთმა გამოიყენა და საფინალო სასტვენამდე 4 წამით ადრე გაიტანა გამარჯვების გოლი - 27:26.

საქართველოს ნაკრები მეორე ტურის მატჩს 10 ნოემბერს, თბილისში, ისლანდიასთან გამართავს. ჯგუფში ასევეა ბოსნიის ნაკრებიც.

შესარჩევ ეტაპს თითოეულ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილოსნები დაძლევენ, ევროპის ჩემპიონატზე ასევე გავლენ ჯგუფებში საუკეთესო ოთხი მესამეადგილოსანიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად მიმდინარე წლის იანვარში ითამაშა, სადაც ბოსნია დაამარცხა, ხოლო ნიდერლანდებსა და შვედეთთან წააგო.

0.118605