სტამბოლის „გალათასარაის“ „ნაპოლიდან“ ვიქტორ ოსიმენის გამოსყიდვა სურს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
ნიგერიელი ფეხბურთელი „გალას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, მაგრამ „ლომების“ სურვილია ის საბოლოოდ გაიფორმონ და მზად არიან „ნაპოლის“ მისი გამოსასყიდი თანხა გადაუხადონ.
ჯერჯერობით, უცნობია ოსიმენის სურვილი, რადგან საეჭვოა მას კარიერის გაგრძელება მომდევნო წლებშიც თურქეთში სურდეს.
ნიგერიელმა მიმდინარე სეზონში „გალათასარაის“ მაისურით 7 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.