ფეხბურთი

17:49 | 6.11.2024 | ნანახია NaN - ჯერ

"სენტ ეტიენის" მიმართვა ქართველ გულშემატკივრებს: "გავერთიანდეთ ზურიკოს ხმებისთვის"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის იბრძვის. ეს ამბავი უკვე რამდენიმე დღეა ცნობილია. თუმცა, რამდენიმე საათის წინ, ქართველი შემტევის კლუბმა ფეისბუქ გვერდზე გულშემატკივრებს ქართულად მოუწოდა, რომ დავითაშვილს მხარი დაუჭირონ.

"გავერთიანდეთ ზურიკოს ხმებისთვის! თავდასხმელი "Le Vert" წარდგენილია ლიგა 1 ის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე და მას ჭირდება მისი გულშემატკივრების დახმარება", - დაწერა "სენტ ეტიენის" ფეისბუქ გვერდმა.

გამოკითხვა, რომელშიც ხმის მიცემა ნებისმიერს შეუძლია და გამარჯვებული ლიგა 1-ის ოქტომბრის MVP გახდება. ზურიკოს კონკურენტები არიან პსჟ-ს შემტევი ბრედლი ბარკოლა და „ლილის“ მეკარე ლუკას შევალიე.

ზურიკო დავითაშვილს ძალიან წარმატებული ოქტომბერი ჰქონდა და 5 გოლი გაიტანა - მან ჰეთ-თრიქი შეასრულა „ოსერთან“, ხოლო „ანჟერის“ წინააღმდეგ თავი დუბლით გამოიჩინა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:42 | 02.04.2019
lashamax (938)

და რტომ არის ასეთი მციე განსხვავება, რონალდო რიგითი ფეხბურთელია, მესი კი უცხოპლანეტელი,
მესის 500 მილიონი და რონალდოს 1 მილიონიც ეყოფა

16:31 | 02.04.2019
ბაბუ პერესი (16691)

ანრი რა კაცია 1 თვე იმუშავა და კაი ფული იშოვა

17:43 | 02.04.2019
barcelona1991 (4821)

დდდდდ

0.062419