ფეხბურთი

10:34 | 6.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "დაცვაში სიმყარე გვაკლია, რაც ყველაფერს ართულებს"

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მილანთან“ მარცხის (1:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, წაგების მთავარი მიზეზი დაცვაში ცუდი თამაში იყო.

„იგივე პრობლემები რჩება, რაც „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ გვქონდა. დაცვაში სიმყარე გვაკლია, კონტრშეტევაზე ხშირად ბალანსი არ გვაქვს. ეს უნდა გამოვასწოროთ, უფრო მტკიცედ უნდა ვითამაშოთ და დავიბრუნოთ ბურთი.

გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ვერ აჩვენებს. უნდა ვიმუშაოთ ჩვენს საფუძვლებზე, რადგან ეს გვაკლია. როცა დაცვაში მყარი არ ხარ, შეიძლება თამაში ნებისმიერ მომენტში გართულდეს.

„მილანისგან“ ასეთ თამაშს ველოდი, ერთი-ერთზე ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ და მაქსიმალურად გამოიყენეს ჩვენი დაცვის სისუსტეები. მართალია, შეტევაში ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მთავარი საკითხი დაცვით ფაზაში პრობლემებია. ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვიპოვოთ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ოთხ ტურში უკვე ორჯერ დამარცხდა და ამ დროისთვის 6 ქულა აქვს მოპოვებული.

0.111176