„მილანმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მადრიდში, „რეალი“ 3:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უფრო ადვილია, ვიდრე სერია A-ში.
„იტალიის გარეთ ეს არავინ იცის, მაგრამ უფრო რთულია იტალიაში „მონცასთან“ ან „კალიარისთან“ თამაში, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე, "რეალთან" თამაში, რადგან იტალიაში კაცი კაცზე გეთამაშებიან. უფრო ადვილია თამაში კარგ გუნდებთან, რომლებიც შეტევაში თამაშობენ და სივრცეებს გაძლევენ. დიდი გამბედაობით ვითამაშეთ.
მოვიგეთ, რადგან ფეხბურთელებს ჰქონდათ გამბედაობა და აქ თამაშის არ შეეშინდათ, ცდილობდნენ ჩვენი თამაში ეთამაშათ. პირველ ტაიმში მართლაც კარგად ვითამაშეთ, მეორეში უფრო გაგვიჭირდა, მაგრამ მთლიანობაში მოგება დავიმსახურეთ, დიდი ხარისხი იყო“, - თქვა ფონსეკამ.
შეგახსენებთ, რომ „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს მოპოვებული.