ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ტური ორი მატჩით დაიწყო. გურამ კაშიას „სლოვანმა“ „დინამო ზაგრებს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით წააგო, ხოლო პსვ ეინდჰოვენმა „ჟირონა“ გაანადგურა.
„სლოვანი“ „დინამოს“ მეხუთე წუთზე უკვე უგებდა, მაგრამ მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და საბოლოოდ, 1:4 წააგო. სლოვაკეთის ჩემპიონი ოთხი ტურის მერე უქულოდაა, ბურთების ბალანსი 2:15-თან აქვს და ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 26 ნოემბერს, „მილანს“ უმასპინძლებს. კაშიამ დღევანდელ შეხვედრაში 79-ე წუთამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. „დინამო ზაგრებს“ უკვე 7 ქულა აქვს, პირველ ტურში „ბაიერნთან“ განადგურების მერე (2:9) მშვენივრად თამაშობს და პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგმული აქვს.
პსვ ეინდჰოვენმა საკუთარ მოედანზე „ჟირონა“ 4:0 გაანადგურა. ნიდერლანდელებმა პირველად მოიგეს მიმდინარე სეზონში ამ ტურნირზე, მაგრამ პირველი ტურის მერე, როცა „იუვენტუსთან“ წააგეს, დაუმარცხებელი არიან და 5 ქულა დააგროვეს. „ჟირონას“ მხოლოდ 3 ქულა აქვს.
„სლოვანი“ – „დინამო ზაგრები“ 1:4 (1:2)
გოლები: 1:0 სტრელეცი (5), 1:1 სპიკიჩი (10), 1:2 შუჩიჩი (30), კულენოვიჩი (54), 1:3 კულებოვიჩი (72)
პსვ ეინდჰოვენი - „ჟირონა“ 4:0 (2:0)
გოლები: 1:0 ფლამინგო (16), 2:0 ტილმანი (33), 3:0 ბაკაიოკო (83), 4:0 კრეიჩი (89, ა.გ)