ფეხბურთი

18:52 | 5.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჟრინსკის" მწვრთნელი: "გულიაშვილი სწრაფი და ტექნიკურია, მაგრამ იმედია, შევაჩერებთ"

ბოსნიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „სარაევო“ "ჟრინსკის“ დაუპირისპირდება, რომელიც ლიდერია და შესაბამისად, მნიშვნელოვანი მატჩია.

„ჟრინსკის“ მთავარმა მწვრთნელმა მარიო ივანკოვიჩმა გიორგი გულიაშვილის შეჩერების გეგმაზე ისაუბრა:

„გულიაშვილმა „ველეჟში“ იჯარის შემდეგ მართლაც მოუმატა და „სარაევოში“ კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა. სწრაფი, ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელია. ჩვენ მხოლოდ 4 გოლი გავუშვით, დაცვაში მყარად ვთამაშობთ, კარგი მეკარეებიც გვყავს და ვიმედოვნებ, ხვალ ვიპოვით გზას იმისათვის, რომ არა მხოლოდ მისი, არამედ მთლიანად „სარაევოს“ შეტევის შეჩერება შევძლოთ“, - თქვა ივანკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილს მიმდინარე სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში 10 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერია. ქართველი ფორვარდი სხვადასხვა გამოცემების ვერსიით, ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

0.124423