ფეხბურთი

17:00 | 5.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კოპენჰაგენის მწვრთნელმა, ფეხბურთელებმა ფანებმა გოჩოლეიშვილი გაამხნევეს

„კოპენჰაგენის“ და საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილმა ფანებმა გაამხნევეს.

გიორგის დანიელმა ქომაგებმა სტადიონზე ბანერი გამოუფინეს, რომელზეც ეწერა: „გიორგი გამაგრდი“. გოჩოლეიშვილს შვილი ჰყავს საავადმყოფოში, რის გამოც „კოპენჰაგენის“ ბოლო მატჩებიც გამოტოვა.

ის მოედანზე „სილკებორგთან“ შეხვედრაში დაბრუნდა და საგოლე პასიც მიითვალა. მატჩის შემდეგ დანიელთა მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნეესტრუპმა გიორგის შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ყველაფერს ვაკეთებთ გიორგის და მისი ოჯახის დასახმარებლად, რადგან ახლა რთული პერიოდი აქვთ. გიორგი ძალიან კარგი და შესანიშნავი ფეხბურთელია. საერთოდ ვერ ვხვდები მის მიმართ კრიტიკას, მას უკვე აქვს 2 საგოლე გადაცემა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია", - თქვა ნეესტრუპმა.

ქართველმა ფეხბურთელზე თომას დელანიმაც ისაუბრა: "მისთვის რთული პერიოდია, ძნელია ბავშვის ავადმყოფობასთან შეგუება. ვიცი, რომ მას დამატებით თავისუფალი დრო აქვს, რომელიც კლუბმა მისცა, რაც საშუალებას აძლევს მეტი დრო გაატაროს ოჯახთან, ჩვენი ვალი კი, მის გვერდით ყოფნაა. ის მგრძნობიარე ბიჭია. მსგავსი რამ არ გამომიცდია, მაგრამ ვფიქრობ, ფეხბურთი შეიძლება საუკეთესო ადგილი იყოს ყურადღების გადასატანად. ვცდილობთ, მას თავი ბედნიერად ვაგრძნობინოთ და თამაშის დროს ისიც ბედნიერია. აქ საუკეთესო ექიმები გვყავს, ასე რომ, იმედია, ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება.

გიორგი იშვიათი მარჯვენა მცველია, ძალიან თამამად თამაშობს. შეიძლება რაღაც წვრილმან დეტალებზე სამუშაო და სასწავლი აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მისი სახით ძალიან მაგარი ფეხბურთელი გვყავს", - თქვა დილეინიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილს „კოპენჰაგენის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 2 საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11215