„ბაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ნიდერლანდელ სპეციალისტ არნე სლოტზე ისაუბრა, რომელიც „ლივერპულს“ ხელმძღვანელობს. დღეს, 5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში „ბაიერი“ „ლივერპულს“ სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
„სლოტის მიდგომა ემთხვევა „ლივერპულის“ ინტენსივობას. არნემ პირველი სამი თვის განმავლობაში კარგი სამუშაო გასწია და „წითლები“ პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგას ლიდერობენ. ჩვენ გვაქვს თამაშის გეგმა, ვნახოთ, როგორ იმუშავებს“, - ციტირებს ალონსოს სიტყვებს ონლაინ გამოცემა Liverpool Echo.
შეგახსენებთ, რომ სათამაშო კარიერის განმავლობაში ჩაბი ალონსო თამაშობდა „ლივერპულში“ და დაეხმარა „წითლებს“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში 2004/2005 წლების სეზონში.