ფეხბურთი

14:52 | 5.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

რებროვმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა უეფას ერთა ლიგაზე საქართველოსა და ალბანეთთან მატჩებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ნაკრებს წამყვანი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, რომლებიც მაგალითად, ოქტომბერში ტრავმების გამო დააკლდნენ ნაკრებს - ანდრეი ლუნინი, ოლექსანდრ ზინჩენკო, ვიტალი მიკოლენკო.

უკრაინის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გეორგი ბუშჩანი (დინამო კიევი), ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა), ანდრეი ლუნინი (რეალი)

მცველები: მიკოლა მატვიენკო (შახტარი), იუხიმ კონოპლია (შახტარი), ვალერ ბონდარი (შახტარი), ოლექსანდრ ტიმჩიკი (დინამო კიევი), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი), ილია ზაბარნი (ბორნმუთი), მაქსიმ ტალოვეროვი (ლინცი)

ნახევარმცველები: მიკოლა შაპარენკო (დინამო კიევი), ვოლოდიმირ ბრაჟო (დინამო კიევი), გეორგი სუდაკოვი (შახტარი), დმიტრო კრისკივი (შახტარი), ოლექსანდრ ზუბკოვი (შახტარი), ოლექსი (გუცლიაკი (პოლისია), ოლექსანდრ ნაზარენკო (პოლისია), მიხაილო მუდრიკი (ჩელსი), ვიქტორ ციგანკოვი (ჟირონა), ოლექსანდრ ზინჩენკო (არსენალი), ეგორ იარმოლიუკი (ბრენტფორდი)

თავდამსხმელები: არტიომ დოვბიკი (რომა), რომან იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი), ვლადისლავ ვანატი (დინამო კიევი)

გარდა ამისა, სერგეი რებროვმა სათადარიგო შემადგენლობაც დაასახელა და თუ რომელიმე ფეხბურთელი გუნდს გამოაკლდება, სათადარიგო სიიდან ჩაანაცვლებს:

დმიტრო რიზნიკი, (შახტარი), ტარას სტეპანენკო (შახტარი), დანილო სიკანი (შახტარი), ოლექსანდრ სვატოკი (ოსტინი), ბოგდან მიხაილიჩენკო (პოლისია), ვიტალი ბუიალსკი (დინამო კიევი), ვლადისლავ კაბაევი (დინამო კიევი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში 6 ქულით მეორე-მესამე ადგილს ალბანეთთან ერთად იყოფს, ლიდერი ჩეხეთია 7 ქულით, ხოლო უკრაინას 4 ქულა აქვს.

ვილი სანიოლის გუნდი 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთს სტუმრება.

0.118128