„ალ-ჰილალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ზეჟუშმა ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის ტრავმაზე ისაუბრა, რომელიც მან აზიის ჩემპიონთა ლიგის ირანულ „ესტეგლალთან“ მატჩის დროს (3:0) მიიღო.
„ნეიმარი არ არის მარტივი შემთხვევა. ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რასაც ვფიქრობდი, როცა გადავწყვიტე, არ გამეფორმებინა ლიგაში. ვიცოდი და ვიცი, რომ ადვილი არ იქნებოდა... ტექნიკურად მუხლი შეხორცებულია, მაგრამ მას იგივე პრობლემები ექნება, რაც დღეს. კუნთების პრობლემები“, - ციტირებს A Bola ზეჟუშის სიტყვებს..
ნეიმარისთვის „ესტეგლალთან“ მატჩი მეორე იყო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა მძიმე ტრავმის გამო წელიწადზე მეტი გამოტოვა.