ფეხბურთი

11:10 | 5.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

რაული სომხეთის ნაკრებში?

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა არმენ ნიკოღოსიანმა განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდს შესაძლოა მადრიდის „რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რაულმა უხელმძღვანელოს.

„ფედერაციის პრეზიდენტი არმენ მელიქბეკიანი და მე შევხვდით მიშელ ტერ-ზაქარიანს, მას დიდი ფინანსური მოთხოვნები აქვს. განვიხილეთ მარგარ აგაჯანიანის ვერსიაც. მასთან შეხვედრებიც გვქონდა.

განვიხილავთ ორ ვარიანტს: მწვრთნელი, რომელიც გუნდს მომდევნო ორ თამაშში უხელმძღვანელებს და მწვრთნელი, რომელიც გაისად დაიწყებს მუშაობას. კანდიდატებს შორის ბევრი სპეციალისტია, მათ შორის რაულიც.

„ნოას“ მთავარ მწვრთნელთან რუი მოტასთან მოლაპარაკებების შესახებ ჭორები სიცრუეა“, - ციტირებს Fast news ნიკოღოსიანის სიტყვებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაული ახალ გამოწვევას ეძებს, მაგრამ „რეალი“ სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელებას ელის. შეგახსენებთ, ამჟამად რაული „რეალის“ ახალგაზრდული გუნდის, „კასტილიას“ დამრიგებელია.

0.128361