ფეხბურთი

2:00 | 5.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ჩვენ სისტემის წინააღმდეგაც ვთამაშობთ, მაგრამ არ დავნებდებით"

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თურქეთში მსაჯობის დონე გააკრიტიკა.

როგორც მან თქვა, „ფენერბაჰჩე“ არა მარტო მეტოქეების წინააღმდეგ თამაშობს, არამედ სისტემის წინააღმდეგაც:

„დღეს მატჩის საუკეთესო მოთამაშე ატილა კარაოღლანი იყო. ჩვენ ის მოედანზე არ გვინახავს, მაგრამ მსაჯი იყო, ნამდვილი მსაჯი იყო იყო. უჩინარი კაცობიდან ყველაზე მნიშვნელოვან კაცად იქცა. ვსაუბრობ „ფენერბაჰჩეს“ ყველა გულშემატკივრის სახელით. არ გვინდა ის მოედანზე და არც VAR-ის ოთახში.

აქ ჩამოსვლამდე არ მინახავს თურქეთის ჩემპიონატის მატჩები, რადგან საზღვარგარეთ არავის სურს თურქეთის ჩემპიონატის ყურება. ვის უნდა საზღვარგარეთ ეს? აქვთ პრემიერლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, ერედივიზიონი, რატომ უნდა უყურონ ამ ჩემპიონატზე? მეც არ ვუყურებდი მანამდე. მხოლოდ აქ ჩამოსვლის შემდეგ დავიწყე თურქეთის ჩემპიონატის მატჩების ყურება.

ჩვენს სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დანიშნეს. როგორც ვთქვი, საზღვარგარეთ არავინ უყურებს ამ ჩემპიონატში, მგონი, ლონდონში მხოლოდ შვილი უყურებს თურქეთის ჩემპიონატს, სხვა არავინ. არ დანიშნული პენალტის ვიდეოს ინსტაგრამზე გამოვაქვეყნებ, რომელსაც 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ასე რომ, საზღვარგარეთაც ეცოდინებათ, როგორია თურქეთის ჩემპიონატი.

ჩვენ ძლიერი მეტოქეები გვყავს, როგორიცაა „ტრაბზონსპორი“, მაგრამ პირველ რიგში, სისტემის წინააღმდეგ ვთამაშობთ. სისტემის წინააღმდეგ თამაში ყველაზე რთულია. დღეს კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ძლიერ გარემოში, VAR-ის და სისტემის წინააღმდეგ. ძალიან რთულია: ამიტომაც ვიზეიმეთ ეს გამარჯვება ასე ძალიან. სისტემა ეცდება ჩემს დასჯას, ჩემი პირის დახურვას, მაგრამ არ დავნებდებით“, - თქვა მოურინიომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103495