დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში „კოპენჰაგენმა“ „სილკებორგს“ უმასპინძლა, რომელსაც დაუზავდა - 2:2.
მეორე წუთზე ანგარიში ანდრეას კორნელიუსმა გახსნა, რომელმაც თავით გაიტანა გიორგი გოჩოლეიშვილის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ. ქართველმა ძალიან კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში, მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და მერე იდეალური პასი გააკეთა. ის მოედანზე შეუცვლელად იყო.
52-ე წუთზე გიორგი გოლთანაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მისი შორეული დარტყმის შედეგად ბურთი კარის ძელს მოხვდა. ქართელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 2 საგოლე პასი აქვს გაკეთებული.
„კოპენჰაგენი“ 14 ტურის შემდეგ 26 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 10 ნოემბერს, „ორჰუსს“ ესტუმრება.