ფეხბურთი

18:34 | 4.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

პერუში ფეხბურთელი მატჩის დროს მეხის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

პერუში მატჩის დროს, ელვის შედეგად ფეხბურთელი დაიღუპა. The Sun-ის ცნობით, კიდევ ხუთი ფეხბურთელი დაშავდა.

ინციდენტი ჩილკაში რეგიონული ტურნირის დროს მოხდა ორ ადგილობრივ გუნდს, „ჟუვენტუდ ბელავისტასა და „ფამილია კიოკას“ მატჩის მიმდინარეობისას.

39 წლის ხოსე უგო დე ლა კრუზ მეზა მყისიერად გარდაიცვალა მეხის დარტყმის შედეგად. პირდაპირი დარტყმა მიიღო 40 წლის მეკარე ხუან ჩოკა ლაკტამაც და მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაშავდნენ სხვებიც, რომლებიც საავადმყოფოში სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

0.1194