ლონდონის „არსენალს“ სპორტული დირექტორი ედუ გასპარი დატოვებს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.
ედუს „არსენალის“ ბოლოდროინდელ პროგრესში დიდი წვლილი მიუძღვის და არაერთი კარგი ტრანსფერი განახორციელა. მასთან „მეთოფეთა“ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას კარგი ურთიერთობა აქვს და შიშობენ, რომ ედუს დაკარგვა „არსენალისთვის“ სერიოზული დანაკლისი იქნება.
ედუ „არსენალში“ 2019-2022 წლებში ტექნიკური დირექტორი იყო, ხოლო 2022 წლიდან სპორტული დირექტორი გახდა. მას თავის დროზე ლონდონურ კლუბში ნათამაშებიც აქვს.