მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მილანთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, „მილანს“ დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ არ უჩვენებია და სახიფათო გუნდია.
„ჩემი წარსულიდან გამომდინარე ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება. ვფიქრობ, ძალიან კარგი თამაში იქნება. „მილანმა“ სეზონი კარგად ვერ დაიწყო, მაგრამ სახიფათო გუნდია, რომელსაც მაღალი ხარისხი და პოტენციალი აქვს, რომლის ჩვენება ჯერ ვერ მოახერხა. ჩვენი თამაში უნდა ვცადოთ და ჩვენი ფეხბურთელების მახასიათებლებს მოვერგოთ.
ფეხბურთზე ახლა ბევრი საუბარი არ მინდა, ეს ძალიან რთულია. ამაზე მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს და ვწუხვართ ვალენსიაში მომხდარის გამო. რთული კვირა, ყველანი დამწუხრებულები ვართ. ალბათ, თამაშის გადადება მართებული იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში უძლურები ვართ, გადაწყვეტილებებს ჩვენ არ ვიღებთ“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „მილანის“ მატჩი 5 ნოემბერს გაიმართება.