ფეხბურთი

10:27 | 4.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს რეაქცია 102-ე წუთზე "ფენერბაჰჩეს" გამარჯვების გოლზე... (VIDEO)

სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში „ტრაბზონსპორი“ სტუმრად 3:2 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-12 წუთზე სოფიან ამრაბატმა გაიტანა. „ფენერის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კი, გოლი იმდენად ემოციურად აღნიშნა, რომ ამ კადრებმა სოციალური ქსელი მოიცვა.

სხვათა შორის, ჟოზემ ამ გამარჯვებაზე ხმაურიანი კომენტარიც გააკეთა: „დღეს VAR-ს და სისტემის წინააღმდეგ გავიმარჯვეთ“.

„ფენერბაჰჩე“ თურქეთის ჩემპიონატში 23 ქულით მეორე ადგილზეა და „გალათასარაის“ 5 ქულით ჩამორჩება.

0.117479