ყაზახეთის ჩემპიონატში ყარაგანდის „შახტიორი“ „აკტობესთან“ 1:3 დამარცხდა, მაგრამ იმედა აშორტიამ ლამაზი გოლი გაიტანა.
28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 52-ე წუთზე შორი მანძილიდან დაარტყა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა. ეს მისი მეოთხე გოლი იყო მიმდინარე სეზონში.
„შახტარი“ ყაზახეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და ქვედა ლიგაში უკვე გავარდნილია.