„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ „კომოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საბა გოგლიჩიძის დანაკლისზე კომენტარი გააკეთა, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
როგორც მან თქვა, ის არა დანაკლისზე, არამედ იმ ფეხბურთელებზეა კონცენტრირებული, ვინც საბა უნდა შეცვალონ.
„არ ვფიქრობ საბას დანაკლისზე, არამედ დე შილიოზე და მარიანუჩიზე, რომელიც კარგად ვარჯიშობს. მე არ ვეძებ ალიბს, არამედ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობ, დე შილიოზე, მარიანუჩიზე ან სხვა გამოსავალზე“, - აღნიშნა დ’ავერსამ.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 8 მატჩი აქვს ჩატარებული. ქართველი მცველი „ემპოლის“ მომდევნო ტურში, „ლეჩეს“ წინააღმდეგ დაუბრუნდება.