ფეხბურთი

23:15 | 3.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "კონტეს მუშაობით "ნაპოლი" კონკურენტუნარიანი გუნდი გახდება"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ „ნაპოლისთან“ მატჩის (3:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გამარჯვება რამდენიმე ასპექტში კარგმა თამაშმა განაპირობა, არა მხოლოდ ადემოლა ლუკმანის დუბლმა.

„მატჩების მოგება შეუძლებელია მხოლოდ ერთი რაღაცის დამსახურებით. ჩვენ არ მოგვიგია მხოლოდ ლუკმანის გამო ან მაღალი პრესინგის წყალობით. არამედ, გვქონდა სხვა იარაღიც, მაგალითად, ბურთის ფლობა მეტოქის ნახევარზე, ეს არის რაღაცების კომბინაციები და არამხოლოდ მაღალი პრესინგი, რითაც თამაშის მოგება შეიძლება. ევროპა ლიგის მოგებამ ჩვენი თავდაჯერება გაზარდა. სკუდეტო? 27 ტურია დარჩენილი, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შეგვიძლია მოგება, პატივს ვცემ ამ აზრს, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება.

„ნაპოლის“ შარშან რთული სეზონი ჰქონდა, ახლანდელი „ნაპოლი“ სხვა გუნდია, კიდევ ჰყავს საჩემპიონო სეზონიდან ფეხბურთელები, რომლებსაც მაკტომინეი და ლუკაკუ დაემატნენ. ეს გუნდი კონტეს მუშაობით გაიზრდება და კონკურენტუნარიანი იქნება. დროთა განმავლობაში ანტონიო უფრო დიდ გავლენას მოახდენს“, - აღნიშნა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტამ“ სერია A-ში ბოლო 5 მატჩი მოიგო და ლიდერ „ნაპოლის“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

0.12182