ფეხბურთი

18:49 | 3.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე ლატვიის ჩემპიონები გახდნენ

რიგის რფს ლატვიის ჩემპიონი გახდა, შესაბამისად, ტიტულს ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე დაეუფლნენ.

35-ე ტურში რფს-მა სტუმრად „გრობინა“ 2:0 დაამარცხა, ოდიშარიამ პირველი ტაიმის განმავლობაში ითამაშა, ხოლო ლუკა სილაგაძე სათადარიგო იყო.

ლაშა ოდიშარიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ლუკა სილაგაძის აქტივში 13 მატჩი და 1 საგოლე პასია.

რფს-ს ბოლო ტურის წინ 90 ქულა აქვს და „რიგას“ 6 ქულით უსწრებს, ბოლო ტურში კი, სწორედ „რიგას“ უმასპინძლებს. რფს ევროპა ლიგაზე თამაშობს.

0.118964