ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის სეულის ჩელენჯერი წარმატებული გამოდგა. ქართველმა ჩოგბურთელმა 3-წლიანი პაუზის შემდეგ ტურნირის მოგება შეძლო.
სამხრეთ კორეაში დასრულებული ჩელენჯერის ფინლში, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, იაპონელ ტარო დანიელს შეხვდა და მეტოქეს ორ სეტში: 7:5 6:4 აჯობა. ბასილაშვილს 10 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო დანიელს 1 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა.
შეხვედრა საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. 32 წლის ჩოგბურთელმა სეულში ფინალის ჩათვლით 4 მეტოქე დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალურ შეხვედრაში ფრანგი ანტუან ესკოფიე არ გამოუცხადდა. ბასილაშვილი რეიტინგში 215-ე პოზიციაზე იმყოფება.