MLS-ის პლეი-ოფის მერვედფინალურ სტადიაზე „ატლანტა იუნაიტედმა“ „ინტერ მაიამის“ მეორე მატჩში აჯობა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
„ატლანტამ“ პირველი ტაიმი წააგო, მეორე ნახევრის დასაწყისში წონასწორობა აღადგინა, ხოლო გამარჯვება 94-ე წუთზე გატანილი გოლით მოიპოვა და მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
საბა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა, ამჯერად „ინტერ მაიამის“, სადაც ლიონელ მესი თამაშობს, გოლი ვერ გაუტანა, თუმცა, მიზანთან ახლოს იყო: 89-ე წუთზე ვარდნაში ეფექტურ გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა, ბურთი ხარიხას მოხვდა.
ამრიგად, სერიაში ანგარიში 1:1 გახდა და გადამწყვეტი მატჩი ამ გუნდებს შორის 10 ნოემბერს გაიმართება, რომელიც მეოთხედფინალისტის ვინაობას გაარკვევს.