„ვირტუს ბოლონიამ“ სერია A-ს მეექვსე ტურში „ტრევიზო“ 104:97 დაამარცხა. გადამწყვეტი მესამე პერიოდი იყო, რომელიც მასპინძლებმა 15 ქულით მოიგეს.
თორნიკე შენგელიამ 17 წუთში 10 ქულა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
„ვირტუსი“ 5 გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო 6 ნოემბერს, „ტორტონას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.