ბოსნიის ჩემპიონატის მე-12 ტურში „სარაევომ“ სტუმრად „სლობოდა“ 6:0 გაანადგურა, ხოლო გიორგი გოლიაშვილი გოლით და საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა. მან 56-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა და რენან ოლივეირამ ანგარიში 5:0 გახადა, 76-ე წუთზე კი, გიორგიმ თვითონაც გაიტანა, როცა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გულიაშვილს ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, სამჯერ საგოლე პასიც მიითვალა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
„სარაევო“ 27 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 ნოემბერს, „ჟრინსკის“ ესტუმრება.