ბრაზილიურმა „ფლუმინენსემ“ მადრიდის „რეალის" ყოფილ მცველ მარსელოსთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ განაცხადა. მანამდე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მანო მენეზეშმა მცველი ბრაზილიის სერია A-ს 32-ე ტურის „გრემიოსთან“ მატჩში (2:2) კონფლიქტის გამო არ ათამაშა.
„ფლუმინენსემ“ და მარსელომ კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით განაცხადეს. ამავდროულად, კლუბსა და მარსელოს შორის მეგობრული ურთიერთობა დარჩება.
კლუბი მადლობას უხდის მარსელოს და, როგორც ყოველთვის, აგრძელებს მის მხარდაჭერას ყველა სფეროში", - ნათქვამია კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.
მარსელო შცვლაზე შესვლას აპირებდა, მაგრამ მანო მენეზეშს რაღაც უთხრა, რის შემდეგაც მწვრთნელმა სკამზე დააბრუნა. ფეხბურთელი მწვრთნელის გადაწყვეტილებით გაღიზიანებული და უკმაყოფილო ჩანდა.