ფეხბურთი

23:49 | 2.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლაიპციგი“ „დორტმუნდთან“ დამარცხდა

გერმანული ბუნდესლიგის მე-9 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატში „ლაიპციგი“ დორტმუნდში „ბორუსიას“ ეწვია და 1:2 დამარცხდა.

თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, 27-ე წუთზე თავი მათმა სლოვენიელმა შემტევმა, ბენიამინ შეშკომ გამოიჩინა. მალევე მასპინძლებმა გაათანაბრეს, გოლი მაქსიმილან ბაიერმა გაიტანა. 65-ე წუთზე კი წერტილი გვინეელმა სერუ გირასიმ დასვა.

ახლა „ლაიპციგს“ 20 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, „ხარები“ სამი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ „ბაიერნს.“ 16-ქულიანი „დორტმუნდი“ კი მეხუთე საფეხურზე დგას.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-9 ტური. 2 ნოემბერი: ბაიერნი - უნიონ ბერლინი 3:0, აინტრახტი - ბოხუმი 7:2, ჰოფენჰაიმი - ზანქტ პაული 0:2, ვოლფსბურგი - აუგსბურგი 1:1, ჰოლშტაინი - ჰაიდენჰაიმი 1:0, დორტმუნდი - ლაიპციგი 2:1

0.114261