ფეხბურთი

22:54 | 2.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დათას პოკერი

დაიძაბა ვითარება ეროვნულ ლიგა 2-შიც. 31-ე ტურში ლიდერმა „გარეჯმა“ „დინამო 2-თან“ სტუმრად ქულები დაკარგა და მას „რუსთავი“ დაეწია. მეტიც, გარეჯელები აგებდნენ და მათმა კაპიტანმა და მთავარმა ბომბარდირმა, ლევან პაპავამ 92-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში.

„რუსთავმა“ 3:0 სძლია „არაგვს,“ გვინეაბისაუელმა მოჰამედ სილამ დუბლი მიითვალა, ერთიც განელმა ბილი ჯიბრილმა შეაგდო.

„სიონმა“ 7:0 გაანადგურა აუტსაიდერი ხობის „კოლხეთი.“ ბოლნისელთა კაპიტანმა, 35 წლის დათა სიჭინავამ პოკერი შეასრულა. ესეც არ იკმარა და ითხ გოლს ორი საგოლე გადაცემაც მიაყოლა.

ახლა „გარეჯს“ და „რუსთავს“ 56-56 ქულა მოუგროვდათ და გარეჯელები პირველ საფეხურზე ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით არიან. მათ ორი პუნქტით ჩამორჩება „სიონი.“

0.116666