ინგლისური ჩემპიონშიფის მე-13 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „შეფილდ უენსდის“ ეწვია და 6:2 გაანადგურა. პოკერი მიითვალა უოტფორდელთა კოტდივუარელმა შემტევმა ვაკუნ ბაიომ. ერთი გოლი (მეოთხე) 57-ე წუთზე მან ქართველის გადაცემით გაიტანა.
ჩაკვემ 90 წუთი ითამაშა და ჩვეულებისამებრ აქტიური გახლდათ.
ახლა „უოტფორდი“ 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა და პრემიერლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის. ლიდერი კი 29 - ქულიანი „სანდერლენდია.“