გერმანული ბუნდესლიგის მე-9 ტურის მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ ბერლინის „უნიონს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. დუბლი მიითვალა ბავარიელთა ინგლისელმა შემტევმა ჰარი კეინმა. ახლა მის ანგარიშზე 11 გოლია და ბომბარდირთა დავაშიც ლიდერობს.
„აინტრახტმა“ „ბოხუმს“ 7:2 მოუგო. დუბლით გამოირჩა ფრანკურტელთა ფრანგი უგო ეკიტიკეც.
ახლა 23 ქულით გათამაშების ცხრილს „ბაიერნი“ ლიდერობს. „აინტრახტმა“ კი ამ გამარჯვების შემდეგ მესამე ადგილზე აინაცვლა.
დღის გვიან მატჩში მეორე ადგილზე მყოფი „ლაიპციგი“ დორტმუნდში „ბორუსიას“ შეხვდება.