დღეს, 2 ნოემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ორი მატჩი იმართება. ერთი უკვე დასრულდა, „დილამ“ „ტორპედოს“ უმასპინძლა და 1:1 ეთამაშა, თუმცა თავიდან აგებდა.
ანგარიში ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა, ბიორნ იონსენმა გახსნა 21-ე წუთზე, ეს ნორვეგიელის 21-ე გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში.
70-ე წუთზე კი მასპინძელთა ნიდერლანდელმა, ტაირელ ვაუტერმა გაათანაბრა.
ახლა, 31 მატჩის შემდეგ 61 ქულით „ტორპედო“ მეორე ადგილზეა, ორი პუნქტით ნაკლები აქვს „დილას.“ ლიდერი კი 64-ქულიანი „იბერიაა.“
ამ წუთებში „ბათუმი“ – „თელავის“ შეხვედრა მიმდინარეობს.