ინგლისის პრემიერლიგის მეათე ტურში ლონდონის „არსენალი“ „ნიუკასლს“ ესტუმრა და მარცხი განიცადა.
მატჩის ბედი მე-12 წუთზე ალექსანდერ ისაკის გოლმა გადაწყვიტა და მიუხედავად იმისა, რომ მიკელ არტეტას გუნდს ძალიან დიდი დრო სიტუაციის შესაცვლელად, ვერაფერი მოახერხა და უქულოდ დარჩა.
„არსენალი“ 10 ტურის შემდეგ 18 ქულით მესამე ადგილზეა. ბოლო დროს „მეთოფეები“ ცუდ ფორმაში არიან, ბოლო სამ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვეს. „ნიუკასლმა“ პრემიერლიგაში მოუგებელი სერია შეწყვიტა და 15 ქულით მერვე საფეხურზეა.