ფეხბურთი

16:45 | 2.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ჰაკიმი საუკეთესო მარჯვენა მცველია, ვისთანაც მიმუშავია"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ აშრაჰ ფაკიმი საუკეთესო მარჯვენა მცველია, რომელთანაც მას უმუშავია.

ლუის ენრიკე თავის დროზე „ბარსელონაში“ დანი ალვეშის მწვრთნელი იყო, ესპანეთის ნაკრებში კი დანი კარვახალის, მაგრამ როგორც ჩანს, ორივეს მაროკოელი ურჩევნია.

„არასდროს მინახავს ჰაკიმიზე ძლიერი მარჯვენა მცველი, ყოველ შემთხვევაში, მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია“, - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ აშრაფ ჰაკიმის პსჟ-მდე „ინტერში“, „დორტმუნდსა“ და „რეალში“ აქვს ნათამაშები.

0.060213