სხვა

16:12 | 2.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ქაშიბაძის ბრინჯაოს მედალი ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე

პოლონეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ლუკა ქაშიბაძემ (102 კგ.) იასპარეზა.

ძალოსანმა კონტინენტის პირველობის ატაცში 145 / 151 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ქაშიბაძე აკვრაში დაძლეული 183 / 191 კილოგრამით კვლავ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, იგივე შედეგი დააფიქსირა ორჭიდში მოგროვილი 342 კილოგრამითაც.

0.112781