საუდის არაბეთის სამეფოს წარმომადგენლები მადრიდში ჩავიდნენ, რათა მოლაპარაკება გაემართათ მადრიდის "რეალის" 24 წლის თავდამსხმელ ვინისიუს ჟუნიორთან. ამის შესახებ Footmercato იტყობინება.
წყაროს ცნობით, საუდელებს სურთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ალ-ჰილალში გადავიდეს. მათ სურთ ვინისიუსს ამბიციური სპორტული პროექტი წარუდგინონ.
ხაზგასმულია, რომ საუდელებმა თავდამსხმელს ოთხწლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზეს, წლიური ხელფასით, რომლის მსგავსი მანამდე მსოფლიოში არცერთ ფეხბურთელს არ აუღია. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი "რეალთან" 2027 წლის 30 ივნისამდეა, წელიწადში 20 მილიონი ევროს ანაზღაურებით. Transfermarkt მას 200 მილიონ ევროდ აფასებს.
ამ სეზონში ვინისიუსმა მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.