ფეხბურთი

14:01 | 2.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში (+VIDEO)

ჩინეთის სუპერლიგის ბოლო, 30-ე ტურში „შანდონ ტაიშანმა“ „მეიჟუ ჰაკა“ 2:1 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ვაკო ყაზაიშვილი იყო.

ქართველმა ფეხბურთელმა თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა. ვაკომ ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, როცა თანაგუნდელ კრიზანთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა და გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე მან საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში, როცა თავი ზეკამ გამოიჩინა.

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში 2024 წლის სეზონში 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.

„შანდონ ტაიშანმა“ ჩინეთის ჩემპიონატში 48 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა.

0.115263