ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო შესაძლოა ლა კორუნიის „დეპორტივოს“ მწვრთნელად დაინიშნოს.
ესპანელებს წარუმატებელი სეზონი აქვთ და ახალ მწვრთნელს ეძებენ, კანდიდატებს შორის კი, 51 წლის იტალიელიცაა, რომელიც ამჟამად უმუშევარია. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„დეპორტივო“ ლა ლიგა 2-ს დაუბრუნდა, მაგრამ 12 ტურის შემდეგ 10 ქულით გასავარდნ ზონაში, მეოცე ადგილზეა.
ფაბიო კანავარო ბოლოს „უდინეზეში“ მუშაობდა, რომელსაც გასულ სეზონში სერია A-ში ადგილი შეანარჩუნებინა, მაგრამ სამსახურიდან მაინც გაუშვეს. მანამდე ის ჩინეთში საქმიანობდა.