„სენტ ეტიენის“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ტოპლიგების ოქტომბრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
გამოცემა Sofascore-ს შეფასებით ქართველს ოქტომბერში 8.13 ქულა ერგო, რითაც შეტევის მარცხენა ფლანგზე მიუჩინეს ადგილი. დავითაშვილს ოქტომბერი მართლაც ნაყოფიერი გამოუვიდა და ლიგა 1-ში 5 გოლის გატანა შეძლო.
ზურიკოს გარდა, სიმბოლურში მოხვდნენ სელსი (ნოტინგემი), ჰაკიმი (პსჟ), ჩალეტა-კარი (ლიონი), ორბანი (ლაიფციგი), გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი), კიმიხი (ბაიერნი), დემბელე (პსჟ), რაფინია (ბარსელონა), რეტეგი (ატალანტა) და ლევანდოვსკი (ბარსელონა).