ესპანური მედია იტყობინება, რომ ლამინ იამალი მზად იყო „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასულიყო, მაგრამ აზრი ჩავისთან საუბრის შემდეგ შეიცვალა.
როგორც Mundo Deportivo წერს, 2023 წლის აპრილში 16 წლის იამალს ჩავი პირადად გაესაუბრა და დაარწმუნა, რომ „ბარსელონაში“ დარჩენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზება პსჟ-სგან ჰქონდა და მზად იყო ზაფხულში საფრანგეთში გადაბარგებულიყო.
ამის შემდეგ იამალის მომავალი „ბარსელონაში“ შეიცვალა, ჩავიმ მას ნდობა გამოუცხადა, ახალგაზრდა ტალანტი კი, გუნდის ლიდერად იქცა. იამალის აქტივში „ბარსელონას“ მაისურით 65 მატჩი და 13 გოლია.