ფეხბურთი

22:10 | 1.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" "დინამო თბილისი" დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა

თბილისის „იბერიამ“ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

ლევან კორღალიძის გუნდმა ამჯერად სტუმრად „დინამო თბილისი“ დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა და მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა.

ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა, უფრო კონკრეტულად, 45-ე წამზე, როცა თავი შეიკნე სილამ გამოიჩინა. „იბერიას“ ფორვარდმა ნახევარ საათში დუბლიც შეასრულა და პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვიტა. ამ გოლთა შორის იყო სანდრო კალანდაძის წითელი ბარათიც, შესაბამისად, „დინამომ“ დიდი ხანი რიცხობრივ უმცირესობაში ითამაშა.

„იბერია“ 64 ქულით ლიდერობს ეროვნულ ლიგას და მომდევნო ტურში უშუალო კონკურენტ გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო „დინამო თბილისი“ 38 ქულით მეხუთე ადგილზეა და „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.

„დინამო თბილისი“ – „იბერია“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 სილა (1), 0:2 სილა (32)

0.116224