მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია. ძალოსანმა ოქროს 3 მედალი მოიპოვა.
პოლონეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მარიამ მურღვლიანმა ( 87კგ.) ბრწყინვალედ იასპარეზა.
ძალოსანმა ატაცში 97 / 100 / 103 დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
მურღვლიანმა აკვრაში დაძლეული 120 / 125 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა, ძალოსანმა იგივე შედეგი გაიმეორა ორჭიდში მოგროვილი 228 კილოგრამითაც.